Wednesday, September 10, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

დღევანდელი დღე იყო საკმაოდ საინტერესო.დავიწყეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია.პირველი მოვისმინეთ ალექსანდრა ჭიპაშვილის პროექტი.ძალიან მომეწონა.გავითვალისწინებ ბევრ რამეს.მეორე გამომსვლელი იყო მადონა ულუმბელაშვილი.საკმაოდ საინტერესო იყო და ვფიქრობ მოსწავლეებიც დაინტერესდებიან,მოცემულ პროექტში.წარვადგინე ჩემი პროექტი,,წამებულიდან წმინდანობამდე",რომელიცძალიან მოეწონა აუდიტორიას.ია ლომიძის ნაშრომს მოვუსმინეთ თემაზე,,გენდერული თანასწორობა",საკმაოდ დახვეწილი პროექტია,მომეწონა მისი აქტივობები.მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვებიან მოცემულ პროექტში.მოვისმინე ხათუნა გელაშვილის პროექტი,,ჯაყოობა"ძალიან მომეწონა მისი მჯელობა,პროექტთან დაკავშირებით.ასევე ძალიან მომეწონა მანანა ბარბაქაძის გამოსვლა.დასახული ჰქონდა საინტერესო აქტივობები.
შევეცდები გავითვალისწინო მისი აქტივობები.შემდეგი გამომსვლელი იყო ნესტან გელაშვილი,მისი პროექტის თემაა ,,პოეზია,უპირველეს ყოვლისა"მომეწონა ძალიან,მომეწონა მასალების მოძიების სხვადასხვა ფორმა.მოვისმინე ნადაბურის უცხო ენის მასწავლებლის,ნინო გელაშვილი პროექტი,,,მისალმების ფორმები"საინტერესო პროექტი იყო.შემდეგ მომხსენებლად გამოვიდა ი.ს.ტ მასწავლებელი,ფატმან ნოზაძე თემით,,როგორ გამოვიყენოთ კომპიუტერი რეალურ ცხოვრებაში".საინტერესო თემაა,ტექნოლოგიების გამოყენება ,მოსწავლეებისთვის მისაღები.ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის პედაგოგი,ლელა სამხარაძძის პროექტის პრეზენტაცია,თემაზე ,,ფიქრები ლიტერატურაზე"მომეწონა საერთო ჯამში.შემდეგი გამოვიდა ლინა ჩინჩალაძე,ნადაბურის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი,პროექტის თემით,,მუსიკა სამყაროში".მივესალმები მოცემულ პროექტს და საკმაოდ საინტერესოა,თუ მოსწავლეები ჩაერთვებიან.დარეჯან  ლომსაძე გამოვიდა პროექტის თემით,,,როგორ ავაღორძინოთ სოფელი"მართლაც დღევანდელ რეალობას ერგება ეს პრობლემა,რომ როგორ შევაჩეროთ მიგრაცია.ძალიან მომეწონა განწყობა ტრენინგის....ქალბატონ მანანა  კვინიკაძის ტრენინგი.მოვისმინე თეა ტალახაძის მოხსენება,ბაზალეთის საჯარო სკოლის მასწავლებლის.,,თაობათა ურთიერთობები,პროექტის თემა.მომეწონა ძალიან.

No comments:

Post a Comment