Wednesday, September 10, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

დღევანდელი დღე იყო საკმაოდ საინტერესო.დავიწყეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია.პირველი მოვისმინეთ ალექსანდრა ჭიპაშვილის პროექტი.ძალიან მომეწონა.გავითვალისწინებ ბევრ რამეს.მეორე გამომსვლელი იყო მადონა ულუმბელაშვილი.საკმაოდ საინტერესო იყო და ვფიქრობ მოსწავლეებიც დაინტერესდებიან,მოცემულ პროექტში.წარვადგინე ჩემი პროექტი,,წამებულიდან წმინდანობამდე",რომელიცძალიან მოეწონა აუდიტორიას.ია ლომიძის ნაშრომს მოვუსმინეთ თემაზე,,გენდერული თანასწორობა",საკმაოდ დახვეწილი პროექტია,მომეწონა მისი აქტივობები.მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვებიან მოცემულ პროექტში.მოვისმინე ხათუნა გელაშვილის პროექტი,,ჯაყოობა"ძალიან მომეწონა მისი მჯელობა,პროექტთან დაკავშირებით.ასევე ძალიან მომეწონა მანანა ბარბაქაძის გამოსვლა.დასახული ჰქონდა საინტერესო აქტივობები.
შევეცდები გავითვალისწინო მისი აქტივობები.შემდეგი გამომსვლელი იყო ნესტან გელაშვილი,მისი პროექტის თემაა ,,პოეზია,უპირველეს ყოვლისა"მომეწონა ძალიან,მომეწონა მასალების მოძიების სხვადასხვა ფორმა.მოვისმინე ნადაბურის უცხო ენის მასწავლებლის,ნინო გელაშვილი პროექტი,,,მისალმების ფორმები"საინტერესო პროექტი იყო.შემდეგ მომხსენებლად გამოვიდა ი.ს.ტ მასწავლებელი,ფატმან ნოზაძე თემით,,როგორ გამოვიყენოთ კომპიუტერი რეალურ ცხოვრებაში".საინტერესო თემაა,ტექნოლოგიების გამოყენება ,მოსწავლეებისთვის მისაღები.ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის პედაგოგი,ლელა სამხარაძძის პროექტის პრეზენტაცია,თემაზე ,,ფიქრები ლიტერატურაზე"მომეწონა საერთო ჯამში.შემდეგი გამოვიდა ლინა ჩინჩალაძე,ნადაბურის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი,პროექტის თემით,,მუსიკა სამყაროში".მივესალმები მოცემულ პროექტს და საკმაოდ საინტერესოა,თუ მოსწავლეები ჩაერთვებიან.დარეჯან  ლომსაძე გამოვიდა პროექტის თემით,,,როგორ ავაღორძინოთ სოფელი"მართლაც დღევანდელ რეალობას ერგება ეს პრობლემა,რომ როგორ შევაჩეროთ მიგრაცია.ძალიან მომეწონა განწყობა ტრენინგის....ქალბატონ მანანა  კვინიკაძის ტრენინგი.მოვისმინე თეა ტალახაძის მოხსენება,ბაზალეთის საჯარო სკოლის მასწავლებლის.,,თაობათა ურთიერთობები,პროექტის თემა.მომეწონა ძალიან.

Tuesday, September 9, 2014

ტრენინგის მერვე დღე

დღევანდელი დღე ძალიან კარგი იყო....ძალიან მომწონს ქალბატონი მანანა კვინიკაძის ახსნილი.მომეწონა კითხვარების ატვირთვა  გუგლში.გეგმა ჩავასწორეთ პროექტის ჩეკლისტის საშუალებით.ამ ყველაფერს გამოვიყენებ ყოველდღიურ პრაქტიკაში და დარწმუნებული ვარ მოსწავლეებიც ჩაერთვებიან მოცემულ აქტივობებში და ა.შ.

Monday, September 8, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღევანდელი დღით ვარ აღფრთოვანებული.მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაცია.მოვისმინეთ ერთმანეთის პროცედურები.მოვისმინეთ და გავეცანით პრეზენტაციას ,გარდნერის თეორიის შესახებ.შევქმენით თვითშეფასების ფორმა პროექტის ხარაჩო.გარდნერის თეორიაზე დაყრდნობით მოვახდინეთ დიფერენცირება პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ და დავდეთ ბლოგზე.ეს ყველაფერი გადავიტანეთ My Drive-ზე.

Wednesday, September 3, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო....გავიხსენეთ წინარე მასალა.
შევქმენით მოსწავლეთა პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.გავუკეთეთ ერთმანეთის პრეზენტაციებს კომენტარები.ფეიჯის შექმნა ვისწავლეთ.

Tuesday, September 2, 2014

მოსწავლის ნაშრომი

ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო.მივდივარ დადებითი მუხტით.აღფრთოვანებული ვარგავიხსენეთ წინარე მასალა.შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში.საავტორო უფლების შესახებ პრეზენტაციას გავეცანით.შევქმენით ბიბლიოგრაფია.შევქმენით სლაიდ შოუ.გავაზიარეთ პრეზენტაციები My Drive-ში და გავაკეთეთ კომენტარები.დღევანდელი ნაშრომები გადავყარეთ My Drive-ზე.

Monday, September 1, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე იყო ძალიან საინტერესო და საკმაოდ ნაყოფიერი.ვისწავლეთ  და შევქმენით ,ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე,კერძოდ გავეცანით შეფასების 5 მიზანს...თითოეული მიზნისთვის შევარჩიეთ შეფასების ინსტრუმენტები და მეთოდები პროექტის სხვადასხვა ეტაპისთვის.ერთ-ერთი შეფასების სქემა შევქმენით,კერძოდ ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე".პორტფოლიოს პრეზენტაცია.ჩავსვით შეფასების ფორმა ობიექტის სახით,ავტვირთეთ ყველაფერი My Drive.ერთმანეთის ბლოგზე ვისწავლეთ კომენტარების დაწერა.